კომპანია Iceberg Trans დაარსდა 2019 წელს, გამოცდილი პროფესიონალი გუნდის მიერ, შესაბამისად ვამაყობთ, ჩვენი გამოცდილებით ლოჯისტიკის სფეროში, სატრანსპორტო, საბროკერო,საბაჟო პროცედურების პროფესიონალური წარმართვით. უნდა აღინიშნოს, რომ დამფუძნებლების როლი კომპანიაში ძალიან დიდია, მსოფლიო მაშტაბით მათი ფართო გამოცდილებებიდან გამომდინარე. დაარსებიდან დღემდე წარმატებით გადავიტანეთ დანიშნულების ადგილამდე 36 271 676 კგ კონტეინერი მანქანებით და 5 336 187 კგ ვაგონით. 31.12.2024 - ჩათვლით.
მომხმარებელს ჩვენს მფლობელობაში არსებულ მრავალპროფილური სატრანსპორტო პარკის მეშვეობით ვთავაზობთ: კონტეინერის სატვირთო მანქანებს, რეფ. მისაბმელებს, ჯენსეტებს და უწყვეტ ლოჯისტიკურ მომსახურებას. გარდა ამისა რა თქმა უნდა სრულ სადაზღვევო მომსახურებას.
ჩვენ გუნდის კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის წყალობით ჩვენ დავამყარეთ ძლიერი პარტნიორობა ყველა კონტრაქტორთან და პოტენციურ პარტნიორთან. სწორედ ამის ხარჯზე წარმოვადგენთ სტაბილურ კომპანიას ბაზარზე, რომელიც გთავაზობთ მოქნილ და სანდო მომსახურებას.
ვისწრაფით რათა, შევინარჩუნოთ მომსახურების მაღალი ხარისხი, კონტროლი უწყვეტ რეჟიმში, გავაუმჯობესოთ დამატებითი უსაფრთხოების მექანიზმები და შევამციროთ რისკები.
ჩვენი მიზანია კომპანიამ, მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების სრული სპექტრი და შეინარჩუნოს ბაზარზე ერთ–ერთი ლიდერის პოზიცია. კომპანიის წარმატებას განაპირობებს მომსახურების მაღალი სტანდარტი, რომელსაც მუდმივად ვთავაზობთ დამკვეთებს.